ტრამპი: ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება, ბლოკადა გაგრძელდება

-ს პრეზიდენტი
Anna Moneymaker/Getty Images
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება, მათი საზღვაო ბლოკადა კი გაგრძელდება.
“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად გახლეჩილია, რაც არც ისე მოულოდნელია, პაკისტანის გენერალი ფელდმარშალის, ასიმ მუნირისა და პაკისტანის პრემიერმინისტრის, შეჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს თხოვნით, ირანზე დარტყმები შევაჩეროთ იქამდე, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ. ამიტომ, ჩვენს სამხედროებს მითითება მივეცი, რომ ბლოკადა განაგრძონ, ყველა სხვა ასპექტში კი დარჩნენ მაზდყოფნაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გავახანგრძლივებ იქამდე, ვიდრე ისინი თავიანთ წინადადებას არ წარმოადგენენ და განხილვები არ მორჩება ამა თუ იმ გზით”. – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის 2-კვირიანი ვადა დღეს, 22 აპრილს იწურებოდა.
ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 21 აპრილს პაკისტანში უნდა გამართულიყო, თუმცა, ამ დრომდე ირანის დელეგაცია ქალაქ ისლამაბადში არ გამგზავრებულა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანი კვლავ აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს “ზეწოლის პირობებში” არ მიიღებს და პროცესში მონაწილეობა დამოკიდებული იქნება აშშ-ის პოზიციის ცვლილებაზე.
პარალელურად, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს ბლოკადა ირანს “აბსოლუტურად ანადგურებს”.
“ბლოკადა, რომელსაც არ მოვხსნით, სანამ “შეთანხმება” არ იქნება, ირანს აბსოლუტურად ანადგურებს. ისინი დღეში $500 მილიონს კარგავენ, რაც არ არის შენარჩუნებადი რიცხვი, მოკლევადიან პერიოდშიც კი.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ამასთან, 20 აპრილს,  კვლავ დაემუქრა ირანს, თუ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება.