არქივი18 თებერვალი, 2025, 00:53
ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა - არიან დაშავებულები

ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, Delta Air Lines-ის თვითმფრინავი ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა.
კანადური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.
თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან მიფრინავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.