„ფრანს-პრესი“ – ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ყუნდუზში, ბანკთან აიფეთქა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
„თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელსაც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, თავი აიფეთქა“, – განაცხადა, ყუნდუზის პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა, ჯუმადინ ხაქსარმა.
ხაქსარის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, საჯარო მოხელეები და „თალიბანის“ უსაფრთხოების ძალების წევრები არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”