ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები

Reuters - მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები

მიუნხენში, ავტომობილი ხალხში შევარდა, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მიუნხენის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციამ ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი ავტოსაგზაო შემთხვევას ჰქონდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქალაქში მიმდინარე პროფკავშირების დემონსტრაციაში მონაწილე ადამიანები დაშავდნენ.
ცნობისთვის, მიუნხენში ხვალ უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.