ტორონტოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ამოტრიალდა

კანადის ქალაქ ტორონტოს აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა ამერიკული ავიაკომპანია Delta Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი(Bombardier CRJ900LR), რომელშიც 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
მედიასაშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშავდა 18 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან 17 თებერვალს ჩავიდა. ავიაკომპანია Delta Airlines-მა დააზუსტა, რომ რეისს მისი შვილობილი კომპანია Endeavor Air-ი ასრულებდა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა მგზავრების მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ტოვებს ხალხი ამოტრიალებულ თვითმფრინავს.
კანადის სატრანსპორტო უსაფრთხოების სამმართველომ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
მედიასაშუალებებით გავრცელდა ვარაუდი, რომ თვთმფრინავი ე.წ. გვერდითი ქარის გამო ამოტრიალდა. ეს ვერსია უარყო აეროპორტის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა. მისი ინფორმაციით, ქარი არ ყოფილა და დასაფრენი ზოლიც მშრალი იყო.
2025 წლის იანვარ-თებერვალში ჩრდილოეთ ამერიკაში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. ყველაზე მასშტაბური 30 იანვარს, როცა ვაშინგტონის მახლობლად, რეიგანის სახელობის აეროპორტთან სამგზავრო თვითმფრინავის და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა.
1 თებერვალს, ფილადელფიაში ჩამოვარდა მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი. დაიღუპა ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი, ერთი კი – ხმელეთზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია