ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სუპერკვარას" მაგია და არდანიშნული პენალტი - რა ითქვა "ვერონასთან" ნამატჩევს

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" "ვერონასთან" შესანიშნავი გოლით გამარჯვება მოუპოვა და ყველა აღაფრთოვანა.
Ilmattino წერს, რომ 25 მეტრიდან მარგალიტმა ულამაზესი გოლი გაიტანა და "სუპერკვარას" მაგიამ ძვირფასი სამი ქულა მოუპოვა.
ნამატჩევს ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ კვარაცხელია ჩემპიონია, რაც გასულ სეზონში აჩვენა, რამდენიმე მცველი მეურვეობს, მაგრამ დიდი კლასის მქონეა, ისევ გადასწიეს ცენტრში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გალიაში ექცევა, ამან იმუშავა და შედეგი გამოიღო.
ეგრე რა ხვიჩა. საფინიშო დარტყმაზე მუხლჩაუხრელ ვარჯიშს ნელ ნელა მოაქ შედეგი. ღამის ცაზე ავდარმა შესაძლოა ხშირად გაფანტოს ვარსკვლავთა ხილვადობა მაგრამ ის ვერასოდეს შეძლებს მის გაქრობას. ხვიჩას სახელი ისევ გაიბრწყინებს მსოფლიო საფეხბურთო ცის კაბადონზე.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.