ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

4 უპასუხო გოლი და გამოუყენებელი პენალტი - "რეალმა" "ჟირონა" არ დაინდო

ლა ლიგის 24-ე ტურში „რეალმა“ სახლში უახლოესი მდევარი „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა.
ვინისიუსმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბელინგემმა დუბლი შეასრულა, ხოსელუმ კი პენალტი ვერ გამოიყენა.
„რეალი“ ჩემპიონატზე ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია, 61 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე გერმანიაში „ლაიფციგთან“ გამართავს.
„ჟირონა“ 56 ქულით მეორე ადგილზეა და 20 თებერვალს გასვლაზე „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
რეალი - ჟირონა 4:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (6), 2:0 ბელინგემი (35), 3:0 ბელინგემი (54), 4:0 როდრიგო (61)
გამოუყენებელი პენალტი: ხოსელუ
(90+1)
აუ ბიჭოს რეალმა ჟირონას მოუგო და აქ რეალის გულშემატკივრები ისე აღნიშნავენ თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს,,არადა ესპანეთის ჩემპიონატი ნელ-ნელა უკანუკან მიდის და მალე ერთი ცხენის დოღს დაემსგავსება თუ უკვე არ გავს,,იმიტომაც უნდათ რეალს და ბარსას სუპერლიგის შექმნა რო ჩვენზე ადრე მიხვდნენ მაგას,,ჟირონა რო რეალის მთავარი კონკურენტი იქნება ჩემპიონობაზე მაგით ყველაფერი ნათქვამია,,

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.