არქივი5 თებერვალი, 2024, 09:39
"ეს ყოველივე ძალიან ემოციური იყო" - როგორი რეაქცია ჰქონდა ოსიმენს "ვერონასთან" კვარაცხელიას გამარჯვების გოლზე
Corriere dello Sport-ი წერს, რომ ვიქტორ ოსიმენი ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების გოლს "ვერონასთან" ძალიან ემოციურად შეხვდა.
როგორც იცით, ქართველმა 87-ე წუთზე ულამაზესი ბურთი შეაგდო და როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ნიგერიელი თავის თანაგუნდელებს ტელევიზორით ქომაგობდა.
ხვიჩას გოლის შემდეგ ვიქტორმა ცეკვა დაიწყო, როგორც ამას ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად აკეთებს ხოლმე.
შეხსენებისთვის, ოსიმენი აფრიკის თასზე იმყოფება და "ნაპოლის" ამის გამო ვერ ეხმაურება. მისი ნაკრები ნახევარფინალშია გასული, სადაც 7 თებერვალს სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.