ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავითაშვილის მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენეს - "ბორდომ" ერთ-ერთ ლიდერს სძლია

ლიგა 2-ის 24-ე ტურში „ბორდომ“ სახლში მესამეადგილოსანი „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, აქტიურად ჩაერთო თამაშში, 97-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა ადრიენ მონფრეიმ წააქცია, მაგრამ იოან ბარბეს დარტყმული პენალტი მეკარე ბრის მობლემ მოიგერია.
დავითაშვილის თამაში flashscore-მა 6.9 ქულით, sofascore-მა კი 6.8-ით შეაფასა.
ჟირონდული გუნდი 31 ქულით მე-13 ადგილზეა და 19 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ შეხვდება.
ბორდო - გრენობლი 1:0
გოლი: ვიპოტნიკი (4)
გამოუყენებელი პენალტი: ბარბე (90+9, ბორდო)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.