სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ირაკლი კობახის თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება.
„რაც შეეხება იმპორტდამოკიდებულებას, ძალიან ბევრი რამ კეთდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლი მეურნეობა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნისთვის და მცირე მიწიანი ქვეყნისთვის, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ინვესტიციები იდება. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამან  შედეგად მოგვცა რა, რომ საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. ურთულესი ამოცანა იყო, რომ არა ასეთი ინვესტიციები, ეს ვერ იქნებოდა მიღწეული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ  საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბოლოო ჯამში არის ბევრად იაფი, ვიდრე ანალოგიური პროდუქცია, რომელიც მაგალითად საფრანგეთში იყიდება. ეს არის ზუსტად იმ  საბიუჯეტო ინტერვენციის შედეგი, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში ხორციელდება და გაათმაგებულია სახელმწიფო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სფეროში. არის უამრავი კონკრეტული პროგრამა, მათ შორის სესხების სუბსიდირება და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სახელმწიფო“, –  განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ