ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფასი ბენზინზე გაზრდილია 15%-ით, როცა ფასის 30%-იანი ზრდა უნდა იყოს, ხოლო დიზელზე არის 33%-იანი ზრდა, როცა ფასი 42%-მდე უნდა იყოს გაზრდილი - „ვისოლ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელი

ფასი ბენზინზე გაზრდილია 15%-ით, როცა ფასის 30%-იანი ზრდა უნდა იყოს, ხოლო დიზელზე არის 33%-იანი ზრდა, როცა ფასი 42%-მდე უნდა იყოს გაზრდილი - ამის განმაპირობებელია ორი ფაქტორი: - ბაზარზე არსებული კონკურენცია და მარაგები, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ფასი მყისიერად არ გაიზარდოს, - აღნიშნული განმარტება ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმის“ ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ გააკეთა.ხორავას განცხადებით, იმ ფონზე, როცა ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასმა ძალიან მოიმატა, საქართველოში რეგიონში ერთ-ერთი დაბალი ფასია.მისივე თქმით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლის მიხედვით, ევროპაში კომპანიებმა ფასი მყისიერად გაზარდეს, საქართველოში ფასი 40-50-თეთრით უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონკურენციისა და არსებული მარაგების ხარჯზე, ფასი გაცილებით დაბალია.„ჩვენს ქსელში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როცა ზრდა 29%-მდე უნდა მომხდარიყო. დიზელის შემთხვევაში ფასი გაზრდილია 33%-ით, როცა ფასის ზრდა 42%-მდე უნდა მომხდარიყო. ეს არის ნიშნული 1-ელ მარტიდან ანუ ომის დაწყებიდან დღემდე.15%-იან ნიშნულს შემდეგი ფაქტორი განაპირობებს - ეს არის ქვეყანაში არსებული ნაშთები და მარაგები, მაგრამ შეუძლებელია ისეთი მარაგები გქონდეს, რომელიც ნიშნულის შენარჩუნების საშუალებას ორ თვეზე მეტ ხანს მოგცემს.ფასების სტაბილურობა კავშირშია იმასთან, თუ რამდენად გრძელვადიანი იქნება პრობლემა“, - განაცხადა ვასილ ხორავამ პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.