– პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდა, მაგრამ გვინდა გარანტიები, რომ ეს აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.
ლავროვმა ეს განცხადება CBS-თან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს იმ ფონზე, როცა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და -ის პრეზიდენტი, აცხადებს : „ვლადიმერ, შეჩერდი!“.
„ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტებს ვუტევთ, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვეტისკენ მოწოდებას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუყოვნებლივ დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, რომ არ გავიმეორებთ ბოლო ათი წლის შეცდომებს, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებებს და უკრაინამ ისინი დაარღვია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და წახალისებით“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, ეს იყო 2014 წლის თებერვლის შეთანხმების ბედი, შემდეგ კი -მინსკის შეთანხმებების ბედი და 2022 წლის აპრილში სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ბედი.
„ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა – დიახ, მაგრამ ჩვენ გვინდა გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტა აღარ იქნება გამოყენებული უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და რომ იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა