ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ

ჩვენ უკრაინაში დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ვითხოვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ზუსტად ის წინადადებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს აშშ-მა წამოაყენა. ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამას დათანხმდება და მკვლელობებს შეწყვეტს. ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის მზად ვართ და ეს არაერთხელ განვაცხადეთ. ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნება ყველა პარტნიორისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობაზეა თანახმა, რომელიც „ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური მშვიდობის მიღწევას“ გამოიწვევს.
„ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრა პარიზში უკვე იყო. დღეს მოლაპარაკებები ლონდონში გრძელდება. მკვლელობების დასრულება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ მიზნის მიღწევისკენ ისწრაფვის და გვეხმარება, რომ ომი დავასრულოთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.