“რუსეთი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, კრემლი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა.
“უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. მე არაერთხელ გავუსვი ხაზი ჩვენს მზადყოფნას, ვეძიოთ ინტერესთა ბალანსი. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, და მე სწორადაც მიმაჩნია, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. პრეზიდენტის განცხადებაში შეთანხმებაზეა საუბარი და ჩვენ მზად ვართ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს კონკრეტული პუნქტები, ამ შეთანხმების ელემენტები, რომლებსაც დახვეწა სჭირდება და ჩვენ ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულები“- აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა