პუტინი აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას 8 მაისის 00:00 საათიდან 11 მაისის 00:00 საათამდე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისს აღნიშვნის დროს „ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერების“ გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს. ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროდ ცხადდება 8 მაისის 00:00 საათი, დასრულების დროდ – 11 მაისის 00:00 საათი.
კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ:
“ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, „გამარჯვების“ დღის 80 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, 7-დან 8 მაისის ღამით, 00:00 საათიდან 10-დან 11 მაისამდე ღამის 00:00 საათამდე რუსეთის მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ პერიოდში შეწყვეტილი იქნება ყველა საბრძოლო მოქმედება“.
კრემლი აღნიშნულ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის პირობის დაცვისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხით იმუქრება:
თვლის, რომ უკრაინის მხარემ უნდა მისდიოს ამ მაგალითს. უკრაინის მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები, ადეკვატურ და ეფექტიან პასუხს გასცემენ“.
კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის მხარე მორიგ ჯერზე აცხადებს მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი წინასწარი პირობების გარეშე, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის პირველადი მიზეზების აღმოფხვრისკენ, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…