ჩინეთის პრეზიდენტი სერბეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სერბეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.
ჩინეთის პრეზიდენტს ბელგრადის ნიკოლა ტესლას აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი დახვდა.
„ჩინეთსა და სერბეთს ღრმა, ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობამ ცვალებად საერთაშორისო გარემოს გამოცდას გაუძლო და ერებს შორის ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითი გახდა. პრეზიდენტ ვუჩიჩის მოწვევით სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ჩემთვის დიდი პატივია“, – განაცხადა სი ძინპინმა.
შეგახსენებთ, სერბეთში ჩასვლამდე სი ძინპინი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ჩინეთის პრეზიდენტი სერბეთის შემდეგ უნგრეთს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“