ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლატვიის საგარეო მინისტრი - ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას არ დაესწრებიან - პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, ლატვიელი დიპლომატები რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრებიან.
„ლატვიის საელჩოს წარმომადგენლები არ დაესწრებიან აგრესორი სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაციას, რომელიც თავს ესხმის ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მანამდე, ჩეხეთმა და ესტონეთმაც დაადასტურეს, რომ მათი წარმომადგენლები არ დაესწრებიან ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას, რომელიც 7 მაისისთვის არის დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.