არქივი10 ივნისი, 2024, 12:54
საქართველოში 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ონთან იყო
საქართველოში, თბილისის დროით 02:03 საათზე 5.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 9 კილომეტრში, სოფელ ირში იყო.
დაზუსტება: პირველადი ინფორმაციით, სეისმური მონიტორინგის ცენტრს ვებგვერდზე ეწერა, რომ მიწისძვრა 5.3 მაგნიტუდის იყო, ხოლო ეპიცენტრი - ონიდან 1 კილომეტრში, სოფელ ონჭევში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.