არქივი16 ივნისი, 2024, 20:07
საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც "აფთერშოკი" მოჰყვა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა "აფთერშოკიც", რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.