პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ისევ რაჭაა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 19:42 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, სოფელ ბაჯიხევში დაფიქსირდა "აფთერშოკიც", რომლის სიმძლავრე 4 მაგნიტუდას შეადგენდა.
ონთან მიწისძვრა დღეს, 17:16 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.