ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში, ონთან კიდევ ერთი, 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც "აფთერშოკები" მოჰყვა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან - სოფელ ცხმორში მოხდა.
ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველადი მონაცემებით, 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამასთან, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ონთან, დაფიქსირდა "აფთერშოკებიც", კერძოდ, სოფელ ბაჯიხევში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ხოლო სოფელი უშოლთაში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, ქალაქ ონთან მიწისძვრა დღის პირველ ნახევარშიც დაფიქსირდა, მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.