“საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – თბილისში, საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ერთობლივი კონფერენცია მიმდინარეობს, განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაა

“საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” – საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ერთობლივი კონფერენცია მიმდინარეობს, ამ წუთებში, თბილისში. განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 9 დათქმის საქართველოს მიერ შესრულებაა.
“ჩვენ განვიხილავთ ჭარბი გავლენის თავიდან აცილების შესახებ გეგმას. სამოქმედო გეგმა არის 60 გვერდამდე და არის სულ 7 მიმართულება. აღწერილია და დადგენილია ვადები სხვადასხვა მიმართულებით.
ეს პროექტი ევროკომისიასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად ჩამოყალიბდა. ორი საკითხია განსაკუთრებით გასათვალისწინებელი. ერთი – ზედა ჭერი საერთო ხარჯისა პარტიის მხრიდან და მეორე – იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების საკითხი.
რამდენჯერმე, ხაზი გაესვა, რომ პერსონიფიცირებულ მიდგომებს თავი ავარიდოთ. დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, ევროკავშირი ჩვენგან მსგავს მიდგომას ითხოვს. მოვუწოდებ ყველას, რომ აღარ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რადგან ეს ჩრდილს აყენებს ევროკავშირს,”- აცხადებს პაპაუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს