მიხეილ სარჯველაძე: ერთობლივი ფორმატი, კარგ შესაძლებლობას მოგვცემს, თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამომავლოდ სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა

„მუშაობის ეს ფორმატი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, მათ შორის სამომავლო გეგმის შედგენისთვის, რადგან საკითხი, რომელსაც ეძღვნება ეს ღონისძიება – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, საქართველოსთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, თუ უმთავრესი არა“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.
მისივე თქმით, საკითხებზე სწორად მუშაობის დაგეგმვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და ამ თვალსაზრისით ღირებულია კონფერენციის შედეგები.
„ეს კარგ შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს, მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მართავენ.
კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციებზე, დისკუსიის და დიალოგის ხელშეწყობას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი