მიხეილ სარჯველაძე – ერთობლივი ფორმატი, კარგ შესაძლებლობას მოგვცემს, თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამომავლოდ სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა

მუშაობის ეს ფორმატი არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, მათ შორის სამომავლო გეგმის შედგენისთვის, რადგან საკითხი, რომელსაც ეძღვნება ეს ღონისძიება – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ”, საქართველოსთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, თუ უმთავრესი არა, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში.
მისივე თქმით, საკითხებზე სწორად მუშაობის დაგეგმვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი და ამ თვალსაზრისით ღირებულია კონფერენციის შედეგები.
„ეს კარგ შესაძლებლობას მოგვცემს სამომავლოდ თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სწორად დაიგეგმოს ჩვენი მუშაობა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს, მესამე ერთობლივ კონფერენციას – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ” მართავენ.
კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის საქართველოს ევროკავშირში წევრობის საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირის რეკომენდაციებზე, დისკუსიის და დიალოგის ხელშეწყობას.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე: არც დანაშაულის აღიარების მეშინია და არც სინანულის გამოხატვის მრცხვენია, მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო – დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ, უნდა მქონდეს ჩადენილი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის