შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„მივესალმები საქართველოში ევროკავშირის ელჩს ს, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, პლატფორმის წარმომადგენლებს. ჩვენ უკვე მესამედ ვიკრიბებით ამ ფორმატში, იმისათვის, რომ განვიხილოთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები. მსურს, მოგილოცოთ 8 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია და მადლობა გადაგიხადოთ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ ფორმატში გვქონდა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კონფერენციის – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გახსნისას. პარლამენტი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეს, მესამე ერთობლივ კონფერენციას მართავენ.
ს განცხადებით, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია არის სწორი, დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„ეს არის მათ შორის ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი რაც გვქონდა, ეს არის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა პარლამენტის და პლატფორმის მხრიდან. მემორანდუმის საკითხი ხაზგასმით და განსაკუთრებით აღინიშნა ევროკომისიის რეკომენდაციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორის წევრებს, მის ხელმძღვანელს ნინო ჩხობაძეს მადლობა გადაუხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს, ერთი მხრივ, გვაქვს ევროკომისიის რეკომენდაცია, მეორე მხრივ კი, ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.
„დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე წლებია ელოდება. იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება. ამ რეკომენდაციით, რომელიც 12 პუნქტს შეეხებოდა, იხურება ერთი კარი კანდიდატობასთან დაკავშირებით, ამავე დროს გაიხსნა მეორე კარი თუ ფანჯარა მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, რისთვისაც 9 რეკომენდაციაა წარმოდგენილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, დღეს საუბარი იქნება ასევე ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე მოხდება.
კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო პროცესი და დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი