ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა” – სალომე ზურაბიშვილი

„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა” – სალომე ზურაბიშვილი

„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა”- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო ატივისტის, გიორგი წულაიას მიმართ ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
როგორც ზურაბიშვილი X-ზე წერს, მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები – ავტორიტარული მმართველობაა.
„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები. ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.