არქივი10 იანვარი, 2026, 16:56
სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა - ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა

ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველომ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. მოსამართლემ ტროტუარზე დგომისთვის მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა გადაწყვიტა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მკაცრი კანონები, რეტროაქტიული სასამართლო დადგენილებები და განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იარაღად ქცეული სასამართლოები. ეს ავტორიტარული მმართველობაა და არა სამართლიანობა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.