ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას.
პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა, სადაც 13 იანვარს ფორუმში ევროპის წამყვან პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს ეძღვნება.
"თავისუფლება შეტევაში: ბრძოლა უსაფრთხო ევროპისთვის“ Renew Europeis - ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება ასევე, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
ფორუმზე თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე, ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გზებს განიხილავენ.
ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „დემოკრატიის ფარი“, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვასა და მედიის თავისუფლებას ეძღვნება.
პანელის მონაწილეები იქნებიან: ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო, (სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი მარიჯე შააკე და ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენელი.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.