ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს

ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს
როგორც უკვე აღვნიშნე, 2026 წელი არ იქნება იმაზე მშვიდი ვიდრე 2025, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს.
შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქ სწორედ ამის გამკეთებელი ხელისუფლება დასვან – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, რადიკალური ძალების მიერ გამოყენებული ფორმულა „ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს“ – სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც უკვე აპრობირებულია და გულისხმობს ვითომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი, მაგრამ რეალურად გარე ძალების მიერ დაფინანსებული რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას.
„როგორც უკვე აღვნიშნე, 2026 წელი არ იქნება იმაზე მშვიდი ვიდრე 2025, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ჯერ კიდევ პარტნიორებად თუ მოკავშირეებად მიჩნეული ზოგიერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, ვერ ინელებს იმას, რომ საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ ქვეყანა ზვარაკად არ შეწირეს მათ სამხედრო-პოლიტიკურ გეგმებს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აქ სწორედ ამის გამკეთებელი ხელისუფლება დასვან.
მათი ფორმულა: “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მთავრობას, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს,” უკვე გამოიყენება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ეს კი გულისხმობს ვითომ “თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის” მებრძოლი გარე ძალების დაფინანსებული და მომზადებული რადიკალური ჯგუფების და მათი ლიდერების მხარდაჭერას. ჩვენ შეიძლება ჯერ ბოლომდე არც ვიცით სრული ინფორმაცია, თუ რა რესურსები უჯდება ჩვენს სახელმწიფოს ამ რადიკალური დესტრუქციული ჯგუფების განეიტრალება. რასაც რუსთაველის გამზირზე ხედავთ, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია დიდი სცენარის. მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად ყოველთვის დიდ, თუ არა გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის კონსოლიდაცია და მუდმივი სიფხიზლე. ეს არაერთხელ დამტკიცებულა, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მაგალითებზე.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა