საფრანგეთის პრეზიდენტი -ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი -ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
“შაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხებოდა, გუშინ აშშ-ის, დღეს კი უკრაინის პრეზიდენტს ვესაუბრე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა გამბედაობა და მიიღო აშშ-ის წინადადება ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის თაობაზე. ახლა რუსეთს ევალება, დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს.
საკმარისია სიკვდილი.
საკმარისი სიცოცხლე განადგურდა.
საკმარისია განადგურება.
იარაღი უნდა გაჩუმდეს, სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. რუსეთმა ეს ყველაფერი უნდა შეასრულოს და ამ საქმეში პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობაში დარწმუნებული ვარ.
ახლა ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად უნდა წავიდეთ წინ, რათა წარმოვადგინოთ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებს უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინასა და ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს ხელახალ შეტევაში ხელს შეუშლის” – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად