– ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობა ნამდვილად სურს

ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„შაბათს უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეხვედრისა და გუშინ -ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ვესაუბრე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამბედაობა გამოიჩინა და 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკის წინადადება მიიღო. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მას მშვიდობა ნამდვილად სურს. კმარა სიკვდილი. კმარა განადგურებული სიცოცხლე. კმარა ნგრევა“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.
მისი თქმით, „იარაღის ხმა უნდა დადუმდეს. სისასტიკე და დივერსია უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ. ეს არის ყველა პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს. პრეზიდენტი ტრამპი ამის ერთგულია“.
„ახლა ჩვენ ყველა პარტნიორთან ერთად ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ, რათა კონკრეტული სამშვიდობო გეგმა წარმოვადგინოთ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს უზრუნველყოფს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთს ხელახლა შეტევის საშუალებას არ მისცემს“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად