– რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს

რუსეთმა უნდა მიიღოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს, ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„სამშაბათს ჯიდაში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შეხვედრაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ დღეს ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შემდგომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. რუსეთმა ახლა უნდა მიიღოს ამერიკულ-უკრაინული წინადადება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. უკრაინაში რუსული აგრესია უნდა დასრულდეს. დარღვევები უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს გამჭიანურებელი განცხადებები.
ამ ხუთშაბათს, პარიზის შეხვედრაზე შეიარაღებული ძალების ორმოცამდე შტაბის უფროსი შეიკრიბა. ხვალ, პრემიერ-მინისტრ სტარმერთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვიდეოკონფერენციით გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – წერს მაკრონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა