თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკოსების მიმართ წარსულში არაერთი მწვავე და აგრესიული განცხადებით გამოირჩეოდა, დღეს საკუთარ რიტორიკაზე განმარტებების გაკეთება მოუწია. პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ მის მიერ გამოყენებული მკვეთრი შეფასებები კონკრეტულ შემთხვევებში თავდაცვის ფორმა იყო.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ განცხადებებისა, რომლებიც წლების განმავლობაში კალაძეს ოპონენტებისა და ჟურნალისტების მისამართით არაერთხელ გაუკეთებია. დღეს კი ის ამბობს, რომ თუ მკვეთრი ტერმინები გამოუყენებია, ეს თავდაცვის კონტექსტში ხდებოდა.
ივანიშვილის გუნდი ამავე დროს აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს და საჯარო სივრცეში რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობს. თუმცა კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პოლიტიკური რიტორიკა ხშირად სწორედ აგრესიული და დაპირისპირებაზე აგებული განცხადებებით გამოირჩევა.




