ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ივანიშვილის პირადი მცველი ძალოვანების მაკონტროლებლად - ოპოზიცია "ოცნების" შიდა რყევებზე საუბრობს (ვიდეო)

მედია: ივანიშვილის პირადი მცველი ძალოვანების მაკონტროლებლად - ოპოზიცია "ოცნების" შიდა რყევებზე საუბრობს (ვიდეო)

ცვლილებები და ახალი გადაადგილებები ძალოვან უწყებებში — შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გიორგი ბახუაშვილი უხელმძღვანელებს. „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ბახუაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო და მას ათი წელი ახლდა.

ახალი დანიშვნის შემდეგ გიორგი ბახუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხდება — გენერალური ინსპექცია პოლიციელების, მესაზღვრეებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობას აკონტროლებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილის გუნდში შიდა რყევები და ნდობის პრობლემა იზრდება, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი საკვანძო პოზიციებზე მისთვის პირადად ახლო ადამიანებს ნიშნავს.

ამ ფონზე კითხვები ჩნდება მოქმედი მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მომავალზეც. ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ შსს-ში გავლენების ახალი გადანაწილება მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, მომავალში ცვლილებები მინისტრის პოზიციაზეც გაგრძელდეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.