სანქცირებულ რუს მილიარდერ ალექსეი მორდაშოვთან დაკავშირებულმა სუპერიახტამ ჰორმუზის სრუტეში გაცურა

სანქცირებულ რუს მილიარდერ ალექსეი მორდაშოვთან დაკავშირებულმა სუპერიახტამ ჰორმუზის სრუტეში გაცურა | ინფორმაციას Reuters ავრცელებს და საზღვაო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე ხომალდთაგანი, რომელმაც -ირანის კონფლიქტის ეპიცენტრში მყოფი ბლოკირებული სავაჭრო გზა გამოიყენა.
🔻 Nord – 142 მეტრის სიგრძის იახტაა, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ დოლარზე მეტია. ის დუბაის ნავსადგურიდან პარასკევს, გრინვიჩის დროით 14:00 საათზე გავიდა. პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, მან სრუტე შაბათს დილით გადაკვეთა და მასკატში კვირას დილით ჩავიდა. მორდაშოვი იმ რუსთა შორისაა, რომლებსაც -მა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინთან კავშირების გამო სანქციები დაუწესა
🔻 ინდუსტრიული გამოცემის – Superyacht Times მიხედვით, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს იახტას აქვს 20 საძინებელი, საცურაო აუზი, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი და წყალქვეშა ნავი.
🔻 ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მიიღო მრავალგემბანიანმა ხომალდმა ამ მარშრუტის გამოყენების ნებართვა. თებერვლის შემდეგ ირანმა მკაცრად შეზღუდა მოძრაობა სრუტეში, რომელზეც ჩვეულებრივ მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით ერთი მეხუთედი მოდის. ამჟამად ყურის შესასვლელთან მდებარე ამ გადამწყვეტ საწყალოსნო გზაზე დღიურად მხოლოდ რამდენიმე, ძირითადად სავაჭრო ხომალდი გადის, რაზე საპასუხოდაც, აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადა დააწესა