არქივი29 აპრილი, 2026, 14:38
ზურაბ გურული: რუსეთის ბოლო შემორჩენილმა ბერკეტმა მსოფლიო ბაზარზე, ჩაილურის წყალი დალია; პრინციპში უფრო ჰორმუზის მარილიანი წყალი

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
OPEC - ის დაშლის დასაწყისი, ანუ ყველაზე მძლავრი დარტყმა, რომელიც რუსეთს მიაყენა "აგენტმა კრასნოვმა"
----------------
დილის 5 საათია, მაღვიძარას ჩვეულებისამებრ 5 წუთით დავასწრე გაღვიძება, აზრზე მოსასვლელად ახალ ამბებს გადავხედე და გამეცინა. "კრასნოვს" NATO-ს მაგივრად OPEC - კარტელი დაუშლია, სანამ მე მეძინა.
ნავთობის ფასის მაღლა არწასვლის საკონტროლო მექანიზმი ჩაირთო. კარტელის მონოპოლიის დასასრულის დასაწყისი ამუშავდება რამდენიმე დღეში და ნავთობის ფასებს უკვე თავისუფალი ბაზარი დაადგენს. დიდი ალბათობით, ვიხილავთ სადღაც 40-50 დოლარის ფარგლებში ჩამოსულ ბარელს.
რუსეთის ბოლო შემორჩენილმა ბერკეტმა მსოფლიო ბაზარზე, ჩაილურის წყალი დალია; პრინციპში უფრო ჰორმუზის მარილიანი წყალი.
დიდი დე-რეგულაცია დაიწყო.
ვავა რუსეთი და ვავა ირანი 
გილოცავთ კაი ხალხს!
დანარჩენზე მერე ... საოპერაციო დღე რომ დასრულდება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.