“სამი წლის წინ, დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ტიგრან ოგანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი მოკლეს”

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
სამი წლის წინ, 2023 წლის 24 ივნისს, დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში რუსმა ოკუპანტებმა 16 წლის ტიგრან ოგანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი მოკლეს.
მოზარდები ღიად უჭერდნენ მხარს უკრაინას და ოკუპირებული ქალაქის დატოვებაზე უარი თქვეს. დაღუპვამდე ოკუპაციური ხელისუფლება მათ და მათი ოჯახის წევრებს სისტემატურად დევნიდა, ატარებდა ჩხრეკებსა და დაკითხვებს, ხოლო თავად მოზარდებს რკინიგზაზე დივერსიის მომზადებაში ადანაშაულებდა.
ბიჭების სიკვდილის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ტიგრან ოგანესიანის მიერ გადაღებული ბოლო ვიდეო, რომელშიც ის ამბობს:
💬 „ეს ბოლოა… ეს სიკვდილია, ბიჭებო… მშვიდობით. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“ – ამის შემდეგ ბიჭები, სავარაუდოდ, ადგილზე დახვრიტეს.
2025 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტიგრან ოგანისიანი და ნიკიტა ხანგანოვი სიკვდილის შემდეგ თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!