არქივი23 ივნისი, 2026, 00:40
8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა - მედია

მდინარეში დაღუპული 8 წლის ინგუში ბავშვის ცხედრის პოვნის შემდეგ, 19 წლის მოხალისეს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.
ინფორმაციას “ჯემნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, 19 წლის მოხალისე დაღესტნიდან იყო.
8 წლის ხიზირ დერბიჩევს 20 000-ზე მეტი ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
მიმდინარე წლის 15 ივნისს ნაზრანის რაიონის სოფელ იანდარეში 8 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად მდინარის პირას იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი ბიჭი დინებამ წაიღო. ხიზირ დერბიჩევი კი მდინარეში გადახტა და მეგობარი გადაარჩინა, თუმცა ის თავად ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.