არქივი14 დეკემბერი 2024, 11:08
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან ბურთის თამაშზე - საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს

საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საპროტესტო აქციიდან ვიდეო კადრებს აზიარებს, სადაც აქციის მონაწილეები ფეხბურთს თამაშობენ.
„საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.