– ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან

ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა, მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, პლატფორმა X-ზე წერს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ „ერთპარტიულმა მმართველებმა“ ყველა ნაბიჯი გადადგეს, რათა ევროკავშირისკენ გზა გააუქმონ.
“2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ერთ წელიწადში ერთპარტიულმა მმართველებმა ევროკავშირის გზის წინააღმდეგ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგეს, რათა ის საბოლოოდ გააუქმონ. ყოველი მომდევნო კანონით საქართველო რუსეთად იქცევა. მაგრამ ქართველები არ დანებდებიან!”, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს