პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე ზურაბიშვილი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს

სალომე ზურაბიშვილი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს, თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ მომავალს დათანხმდება, სჯობს თბილისში საპროტესტო აქციების მე-13 ღამეს შეხედოს, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუქარის მიუხედავად, რომელიც უახლოეს დღეებში „სიკვდილის შესაძლო 2-3 ფაქტის“ შესახებ აცხადებს!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ასევე, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის ვიდეოს აზიარებს და აღნიშნავს, რომ რეპრესიული ძალების შეტევამდე აქციები მშვიდობიანია.
„ასეთი მშვიდობიანია საპროტესტო აქციები, სანამ რეპრესიული ძალები შეტევას დაიწყებენ. ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არც ერთი ფანჯარა არ ჩამსხვრეულა, არც ერთი ავტომობილი არ განადგურებულა, მაგრამ ასობით სასტიკ დაკავებას ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.