აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ასე მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.
გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები - „დიპლომი ყაველაშვილს“.
"საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის წინ ფეხბურთის თამაშის ფაქტს.
„საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.