საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს აქციის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილები.
პროტესტის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
ისინი სკანდირებდნენ : “გეშინოდეთ ხალხის ძალის!”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”.
მათ გაშლილი ჰქონდათ ბანერი წარწერით: “ ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს!”.
რუსთაველზე შეკრებილები მსვლელობის მონაწილეებს ოვაციებით შეხვდნენ.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 71-ე დღეა აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.