ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს - მომიტინგეები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, „დანიშნე არჩევნები“

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს - მომიტინგეები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, „დანიშნე არჩევნები“

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან იყვნენ შეკრებილი, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.
მოქალაქეები სკანდირებენ: “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”; “დანიშნე არჩევნები, არ გავჩერდები”; “გამარჯვება ხალხშია”.
პროტესტის 68-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.