არქივი31 იანვარი, 2025, 19:54
ლოზუნგით - „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ თსუ-სთან მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები.
მათი მთავარი მოთხოვნაა ახალ არჩევნებთან ერთად, აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
აქციის მონაწილეები, რომლებიც თსუ-თან არიან შეკრებილები, მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ, სადაც მოქალაქეები უკვე 2 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან.
ამ დროისთვის, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივლენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.