ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ერთმანეთს ოვაციებით შეხვდნენ.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“
ასევე ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ცნობისთვის, დღეს პროტესტის 66-ე დღეა. მოქალაქეები კი „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას - ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.