ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საზეიმო განწყობა ამ წუთებში განსაკუთრებულად იგრძნობა დედაქალაქში - საახალწლო სოფელში შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს

საზეიმო განწყობა ამ წუთებში განსაკუთრებულად იგრძნობა დედაქალაქში. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო სოფელში შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს.
კონცერტი ერთდროულად ორ ლოკაციაზეა. ათონელისა და ფურცელაძის ქუჩებზე მსმენელს ცნობილი ქართველი შემსრულებლები ხვდებიან.
სადღესასწაულო სივრცეებში სტუმრების განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. საგანგებოდ მოეწყო საახალწლო ბაზრობა, ინსტალაციები და დეკორაციები.
პატარებისთვის კი ჯადოსნურ გარემოს ზღაპრის გმირები და ანიმატორები ქმნიან.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.