არქივი2 იანვარი, 2024, 18:22
დღეს ბედობაა | ტრადიციები, რიტუალები და სადღესასწაულო განწყობა საახალწლო სოფელში
საქართველოში დღეს ბედობა აღინიშნება. საახალწლო დღეებში ქვეყნის ყველა რეგიონში ბედობის დღეს განსაკუთრებით ელოდებიან და გამორჩეულად ხვდებიან. ყველას სჯერა - როგორც ამ დღეს შეხვდები, მთელი წელიც სწორედ ისეთი განწყობა დაგებედება. ამიტომ 2 იანვარს ბევრი განსაკუთრებული გარემოს შექმნას ცდილობს და სურვილებს იფიქრებს. ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ბედობას თავისი რიტუალიც აქვს.
ამ დღეს ოჯახი მეკვლეს ირჩევს, რომელმაც პირველმა უნდა შეაბიჯოს და კეთილ სურვილებთან ერთად ტკბილეულიც მიიტანოს. აუცილებელი პირობა კარგ განწყობაზე ყოფნაა!
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.