არქივი5 იანვარი, 2024, 12:09
საახალწლო განწყობა ლენტეხში - მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
საახალწლო განწყობა ლენტეხში - მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.