ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ქუჩებში საზეიმო განწყობაა - ეს განსაკუთრებით საშობაო სოფელში იგრძნობა

დღეს, 2024 წლის პირველი იანვარია - თბილისის ქუჩებში საზეიმო განწყობაა, ეს განსაკუთრებით საშობაო სოფლებში იგრძნობა.
ორბელიანის მოედანზე, სადაც ელექტრონული მუსიკის საღამო უნდა დაიწყოს, ისევ უამრავი ადამიანია შეკრებილი.
თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ განმარტა, ორბელიანის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სხვადასხვა აქტივობებია წარმოდგენილი.
"7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღიურად ასეთი ჟრიამული იქნება. ჩვენი მხრიდან, თბილისის მერია, აქ მოსულ ადამიანებს, არაჩვეულებრივ, მრავალფეროვან პროგრამას. დღის განმავლობაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სხვადასხვა აქტივობებია წარმოდგენილი. ველოდებით ყველას, ყოველდღიურად, დღის 12 საათიდან ღამის 10 საათამდე, რომ ეს არაჩვეულებრივი განწყობა გადავდოთ", - განაცხადა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.